საიტის რუკა
   
 
   
 
     
 

სასტუმრო “ბორჯომის ხეობა” 2005 წლის 15 იანვარს გაიხსნა.  მასში შერწყმულია ძველი ტრადიციები და თანამედროვე ტექნიკა.

სასტუმრო გთავაზობთ სამედიცინო მომსახურებას, გამაჯანსაღებელ აბაზანებს, გოგირდის წყლის ღია საცურაო აუზს, კომფორტულ ნომრებსა და საკონფერენციო დარბაზს.

 კომპლექსის მშენებლობა შ.პ.ს. “ბორჯომის ხეობის” ადმინისტრაციამ 2004 წელს განახორციელა. კომპლექსი შედგება ოთხი შენობისაგან.


კომპლექსის ცენტრალური შენობის I სართულზე ფუნქციონირებს სამედიცინო ცენტრი სადაც პაციენტებს საშუალება ეძლევათ მიიღონ ექიმების მიერ ინდივიდუალურად შერჩეული გამაჯანსაღებელი პროცედურები.  

  •  გოგირდის წყლის აბაზანები
  • წყალქვეშა მექანიკური ჰიდრომასაჟი
  • ავტომატური ჰიდრომასაჟი, მარგალიტოვანი აბაზანები ბორჯომის წყაროს წყლით,ტალახის აპლიკაციები.
  • ფიზიო თერაპიის კაბინეტები, ლაზერო თერაპიის კაბინეტები,
  • ლაბოლატორიული გამოკვლევები (პროცედურების სრული ჩამონათვალი იხილეთ "სამედიცინო მომსახურეობა")
 ამავე შენობის II, III და IV სართულებზე განლაგებულია 36 კომფორტული ნომერი, ხოლო D კორპუსის შენობის  II ,  III  და IV სართულებზე 29 კეთილმოწყობილი ნომერი.
  ტერიტორიაზე განთავსებულია ღია საცურაო აუზი გოგირდის გამდინარე წყლით.

  თითოეულ ნომერს გააჩნია:  
  • საკუთარი აბაზანა (ცხელი და ცივი წყალი 24 საათის განმავლობაში)
  • ტელევიზორი 20 სატელიტური არხით,
  • WiFi ინტერნეტი 

 შენობის IV სართულზე მდებარეობს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი, ბარი და რესტორანი, სადაც სასმელებისა და კერძების ფართო არჩევანია. კომპლექსი გთავაზობთ ინდივიდუალური კვების მენიუს, რომელიც დამკვეთის მოთხოვნის მიხედვით იცვლება.

 სასტუმროში მოქნილი ანგარიშსწორების სისტემაა. თქვენ შეგიძლიათ ანგარიშსწორება აწარმოოთ ნაღდი ფულით ლარებში, პლასტიკური ბარათით ან საბანკო გადარიცხვით.